
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“-ის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვას უპასუხა.
საპასუხო წერილში ორგანიზაციამ „რუსთავი 2“-ის კითხვას უპასუხა, სადაც ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ 3 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად მისია 2 სექტემბერს მიიწვია:
„ჩეხეთის არჩევნებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საჭირო იყო „საარჩევნო შეფასების მისია“. ეს არის სადამკვირვებლო მისიის ის ფორმატი, რომელსაც ახლა ვანთავსებთ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ხელისუფლებისგან“, – ნათქვამია „რუსთავი 2“-სთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.