ზურაბ ქადაგიძე: ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?

„ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?!“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის მიერ არჩეულ ქართულ ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიას“ ახალისებენ.

„ბრიტანეთში „YouGov“-ის უახლესი გამოკითხვის მონაცემებით, პრემიერ სტარმერის „favourability rate“ არის 24% დადებითი, ხოლო 68% – უარყოფითი. ანუ – ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში… ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას? პროცენტები იმის საილუსტრაციოდ დავწერე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის არჩეულ ქართულ მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას ახალისებენ. ანუ, რაც არ მოსწონთ ევროპაში, საქართველოში ნებადართულია?! თუმცა მაკრონები, სტარმერები და მერცები ისე არიან ევროპის ლეგიტიმური ლიდერები, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენია რუსეთის შემაკავებელი და ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის მომგვარებელი. „დიფ სთეითი“ რა არისო – ბევრს გაინტერესებთ და სხვა კი არაფერია – ურეიტინგო, ლეგიტიმაციამორღვეული პოლიტიკური ჯგუფები რომ კვლავ მმართველობით რგოლებში არიან?!“, – წერს ქადაგიძე.

Back to top button