
ასეთი რა სიხარბე შეეყარა გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახს, რომ ყველაფერზე მიდიან, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რომელიც ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ უცხოური მედიის წარმომადგენლების დაქირავების შესახებ.
ფოჩხუას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ზიანს ვერ მიაყენებს, რამდენი ჟურნალისტიც არ უნდა მოისყიდონ.
„ასეთი რა სიხარბე შეეყარა გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახს, რომ ყველაფერზე მიდიან, შვილის 11-წლიანი ციხეც ხომ არ ადარდებთ და შეკვეთილ სტატიებზეც არ ამბობენ უარს, ამაში დიდ ფულსაც იხდიან. არ უცხოვრია ბიძინა ივანიშვილს ისე, რომ ვინმესთვის რამე წაერთმია, ის კი არა და რუსეთში დეფოლტის დროს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იყო ის კაცი, ვინც ბოლომდე გაისტუმრა საკუთარი ბანკის მეანაბრეები. ასე რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს თაღლითი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ზიანს ვერ მიაყენებს, რამდენი ჟურნალისტიც არ უნდა მოისყიდონ“, – წერს ნინო ფოჩხუა.