
ნიდერლანდების ელჩის ხოშტარიასთან შეხვედრა არის რადიკალიზმის მორიგი წახალისება და სხვა არაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ და აღნიშნული ქმედება არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
„ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში და არ ეკადება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი,”- განაცხადა პრემიერმა.