
ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის საღამოს შოუ ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა. გადაწყვეტილება კიმელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ბატონი კიმელის კომენტარები ბატონი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელია ჩვენი ეროვნული პოლიტიკური დისკურსისთვის ამ კრიტიკულ დროს. მიგვაჩნია, რომ ეს კომენტარები არ ასახავს ჩვენს ადგილობრივ თემებში არსებულ მოსაზრებებს, შეხედულებებსა და ღირებულებებს“, – განაცხადა ენდრიუ ალფორდმა, Nexstar-ის სამაუწყებლო განყოფილების პრეზიდენტმა.
ორშაბათს მონოლოგის დროს კიმელმა თქვა: „გასულ შაბათ-კვირას ახალ უმდაბლეს დონეს მივაღწიეთ – MAGA ჯგუფი სასოწარკვეთილად ცდილობდა ამ ბიჭისთვის, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, მიეცა ისეთი სახე, თითქოს ის არ ეკუთვნოდა მათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ ამით“.