
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც არეულობების და სხვა პოლიტიკური ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და მათ პასუხისგებაზე ისაუბრა.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და მიდგომის ცვლილებების მანიფესტია, მაშინ წესით, ამას საქართველოშიც ვიგრძნობთ იმით, რომ ძალადობის წამხალისებელ აქაურ ორგანიზაციებს ყველანაირი დახმარება შეუწყდებათ.
„თუ ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირადი მოსაზრებაა, მაშინ ის დარჩება ასეთად და ამის იქით არ წავა. ხოლო თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და ადრეული მიდგომების ცვლილების მანიფესტია, მაშინ წესით ეს აქ საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.