გია აბაშიძე: აშშ-ის ტოპ ლიდერებისა და ევროკომისიის მიდგომა ექსტრემისტებისადმი არ იწვევს კოგნიტიურ დისონანსს, ღირებულებებშია სხვაობა – ამერიკელი კონსერვატორები გმობენ პოლიტიკურ ტერორიზმს, ხოლო ნეოლიბერალი ევროკრატები – ახალისებენ

„Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ქუჩის სისხლიანი ამბოხებები, პოლიციელებზე თავდასხმები და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა არის პოლიტიკური ტერორიზმი. ვენსის თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობას აქეზებენ და ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენენ, უნდა მიეჯაჭვონ ტერორისტულ სტრუქტურებს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, აშშ-ის ხელმძღვანელობასა და ევროკრატიას შორის ჭიდილში საქართველო ვერ იქნება პრიორიტეტებში, თუმცა, ვაშინგტონისგან დუმილის გარდა, სხვა გზავნილი რომ მიიღოს სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დამცველმა და „დიფ სთეითის“ საცეცებთან მებრძოლმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ურიგო არ იქნება, თუნდაც დაგვიანებულად.

„ აშშ-ის ტოპ ლიდერებისა და ევროკომისიის მიდგომა ექსტრემისტებისადმი არ იწვევს კოგნიტიურ დისონანსს, ღირებულებებშია სხვაობა – ამერიკელი კონსერვატორები გმობენ პოლიტიკურ ტერორიზმს, ხოლო ნეოლიბერალი ევროკრატები – ახალისებენ.

გასაგებია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უწინდელივით ცილისმწამებლურ არზებს არ აქვეყნებს საქართველოს ე.წ. პოლიტპატიმრებზე, თუმცა ბრიუსელი და მისი ვასალები გააფთრებით იცავენ ნაცექსტრემისტებს და ქართველებში მათდამი ანტიპათიის გარდა, ვერაფერს აღწევენ. Fox News-თან ბოლო ინტერვიუში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თანაგუნდელების მსგავსად აღნიშნა, რომ ქუჩის სისხლიანი ამბოხებები, პოლიციელებზე თავდასხმა და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიტიკური ტერორიზმია.

ჯეი დი ვენსი ყურადღებას ამახვილებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, არეულობას და ახდენენ ახალგაზრდების რადიკალიზებას. ვენსის თქმით, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს.

სამაგიეროდ, საგარეო პოლიტიკაშიც უფხო კაია კალასის პრესმდივანი თავხედურად აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ელენე ხოშტარიას და ყველა ე.წ. პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და მოგვიწოდებენ მათი გათავისუფლებისკენ. აშშ-ს ხელმძღვანელობასა და ევროკრატიას შორის ჭიდილში საქართველო ვერ იქნება ტოპ პრიორიტეტებში. თუმცა, ვაშინგტონისგან დუმილის გარდა სხვა გზავნილი რომ მიიღოს სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებების დამცველმა და „დიფ სთეითის“ საცეცებთან მებრძოლმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ურიგო არ იქნება, თუნდაც დაგვიანებულად“, – წერს აბაშიძე.

Back to top button