დავით ჩიხელიძე: ოპოზიციური მედიის „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც ფაქტს და არც არგუმენტს, ხოლო მდინარაძე და მისი გუნდი არიან ის ბარიერი, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს

გუშინ ოპოზიციურმა მედიამ ცხადად აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურება მათი საინფორმაციო დღის წესრიგი: არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ გაშვებული სიუჟეტები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ნათელი მაგალითია მიზანმიმართული შავი კამპანიის, რომელიც ემთხვევა ქვეყნის მტრული ძალების ინტერესებს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციური მედიის „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც ფაქტს და არც არგუმენტს, ხოლო მდინარაძე და მისი გუნდი არიან ის ბარიერი, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ჩიხელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მდინარაძე ბრძოლის პირველ ხაზზე დგას – ებრძვის კორუფციას, რადიკალურ ძალებს და იცავს მშვიდობას, ეს კი აშინებს საქართველოს მტრებს, „როგორც ვამპირს ჯვრის დანახვა“.

„გუშინ ოპოზიციურმა მედიამ ცხადად აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურება მათი საინფორმაციო დღის წესრიგი: არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ გაშვებული სიუჟეტები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ნათელი მაგალითია მიზანმიმართული შავი კამპანიის, რომელიც ემთხვევა ქვეყნის მტრული ძალების ინტერესებს. ფაქტია, რომ მამუკა მდინარაძე არაფერს უკანონოს არ აკეთებს. მისი საქმიანობის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ეს არ არის სიტყვები — ამის ერთ-ერთი მკაფიო მტკიცებულება უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენაა, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია. ამგვარი შემთხვევები ადასტურებს, რომ საფრთხეები რეალურია და სწორედ ამიტომ მდინარაძე, როგორც უწყების ხელმძღვანელი, მტრული გეგმების მთავარი შემაფერხებელია. საზოგადოებამ უნდა გაიგოს: როცა ოპოზიციური არხები უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, ისინი არა უბრალოდ პოლიტიკურ ოპონირებას ეწევიან, არამედ რეალურად ემსახურებიან დესტრუქციულ მიზნებს — საზოგადოების ნდობის შერყევას და სახელმწიფოს დასუსტებას. მათი „სიუჟეტები“ არ შეიცავს არც არგუმენტს, არც ფაქტს; მდინარაძე და მისი გუნდი არიან იმ ბარიერის სიმბოლო, რომელიც ქვეყნის მტრებს მიზნების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ეს არის მასზე თავდასხმის რეალური მიზეზი, ადამიანი ბრძოლის პირველ ხაზზე დგას! ებრძვის კორუფციას, ებრძვის რადიკალურ ძალებს, იცავს მშვიდობას, რაც ქვეყნის მტრების ინტერესებში არ შედის, რადგან მათ ისევე აშინებთ საქართველოში მიღწეული მშვიდობა, როგორც ვამპირს ჯვრის დანახვა!“, – წერს ჩიხელიძე.

Back to top button