გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძესთან ერთად, შევხვდით სკოლის პედაგოგებს და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისა და ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ჩვენი მომავალი თაობისთვის აკეთებთ.

მჯერა, რომ თქვენს საკლასო ოთახებში ყოველდღიურად იწერება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მომავალი თაობისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მიიღონ სათანადო განათლება და გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან.

გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ აღიარებას და გისურვებთ წარმატებებს“, – წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button