
„აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა სამსახური, აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი შედეგებიც აჩვენა. ყველანი ვხედავთ, რომ მან სხვა მიმართულებებთან ერთად, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა გარემოებებისა“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მდინარაძის წინააღმდეგ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” და მათი მედიების მხრიდან წარმოებული კამპანია, სუსის მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად კარგი ინდიკატორია. შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის და სუსის გამართული მუშაობის პირობებში, ოპოზიციის აგენტურულ და მტრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია, ამიტომ სუსის ხელმძღვანელსა და მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმებს კვლავ უნდა ველოდოთ.
„ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, საკვანძო როლი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობს იმისათვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა სამსახური, აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი შედეგებიც აჩვენა.
ყველანი ვხედავთ, რომ მან სხვა მიმართულებებთან ერთად, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა გარემოებებისა. უდავოა, რომ როდესაც ასეთ ნაბიჯებზე მიდიხარ, პირველ რიგში, საკუთარი სუფთა ბიოგრაფია გაძლევს ამის საშუალებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც არის და იქნება მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებული. მის წინააღმდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მედიების მხრიდან წარმოებული კამპანია კი, სუსის მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად კარგი ინდიკატორია. იციან, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობის და სუსის გამართული მუშაობის პირობებში, მათ აგენტურულ, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია! საქართველოს გარედანაც უნდა ველოდოთ, როგორც პერსონალურ თავდასხმებს მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, ასევე მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ ქართველი ხალხის სახელით და მხარდაჭერით!”, – წერს ვატო შაქარიშვილი.