
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2025“ აღინიშნა. დღის განმავლობაში ღონისძიების ფარგლებში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები, პატარებისთვის კი სპეციალური საბავშვო გასართობი სივრცე იყო მოწყობილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, ასევე 100% გრანტის მფლობელები ფულადი თანხით დააჯილდოვა. ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ილურიძემ გადასცეს.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
მაყურებლის წინაშე წარდგა კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი “Old String” – ძველი სიმები”.
დღესასწაული ჯგუფი „ურსა“-ს გამოსვლით და ფოერვერკით დასრულდა.
ღონისძიება მიყავდა ზურა მანჯავიძეს.