
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის ონლაინ სკოლის პარტნიორია.
29 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი კომაროვის ონლაინ სკოლაში და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ ფიზიკის ან/და მათემატიკის კურსს.
ონლაინ სკოლის მასწავლებლები კომაროვის გამოცდილი სპეციალისტები არიან. აქ მოსწავლეები სააზროვნო და ლოგიკური ამოცანების საშუალებით ფიზიკისა და მათემატიკის საკითხებს მარტივად და სახალისოდ სწავლობენ.
სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად მიმდინარეობს, თითოეული ტრიმესტრი კი 3 თვე გრძელდება და 12 კვირას მოიცავს.
თითოეული სასწავლო წლის პირველ ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ მეორე ტრიმესტრში სწავლის სრულ დაფინანსებას, ხოლო მეორე ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები, მესამე ტრიმესტრის სწავლის სრულ დაფინანსებას.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კურსი არ არის გათვლილი ფიზიკა – მათემატიკური სკოლების პროგრამაზე და განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის (და სხვა ფიზიკა–მათემატიკურ) სკოლაში.
პროექტში მონაწილეობასთან და სასწავლო განრიგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციისთვის გადადით ვებგვერდზე: https://shorturl.at/q7tZ8
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კომაროვის სკოლას მეილზე: Online.School@komarovi.edu.ge ან ტელეფონის ნომერზე: 558964060; 558968030
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge