გივი მიქანაძემ ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტ სტეფანე ლაუვიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის წარმომადგენელს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლების სისტემის განვითარების პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტების დასახვას. თავის მხრივ, EQAR-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და გივი მიქანაძეს სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაუდასტურა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

Back to top button