
„ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუნქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას – უნგრეთს და თურქეთს.
„გრძელდება ევროკომისიის იანუსობა – ცალკეული ჩინოსნები ჩვენზე დისტოპიურ ვითარებას წარმოაჩენენ, ხოლო არაერთ კვლევაში პროგრესია, მთავრობის ფუნქციონირების შეფასებითაც, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის №1-ია. ტოტალურად ირაციონალურია კონკრეტულ ქვეყანაზე აქვეყნებდე დადებით მეცნიერულ შეფასებებს, შემდეგ კი ევროპოლიტიკოსები იმავე სახელმწიფოს აბრალებდნენ რაღაც „აქვეყნებდა“ და „გადახვევებს“.
ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ 7 ქულა მიიღო და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნატოს წევრ ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად თანაბარი შეფასებით. კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუნქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“. რეიტინგით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას უნგრეთს და თურქეთს. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს – მოლდოვას და უკრაინას, ეს ქვეყნები არჩეული მთავრობების ფუნქციონირებით ევროპის უკანასკნელ ექვსეულშია, რუსეთთან, ბელორუსთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან და სერბეთთან ერთად“, – წერს აბაშიძე.