კასპში, თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კასპის ფილიალი გაიხსნა

ქალაქ კასპში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კასპის ფილიალი გაიხსნა.

„ფილიალის გახსნა საუკეთესო შეთავაზებაა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ისინი არა დედაქალაქში, არამედ ადგილზე მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას.

„ოფთალმიჯის“ დამფუძნებელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჯავრიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კასპში ფილიალის გახსნა როგორც კასპელისთვის (სოფელი ერთაწმინდა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს.
ფილიალის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა აქცია – პაციენტების უფასო გასინჯვა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პროფესორ გიორგი ჯავრიშვილს ადგილობრივებისათვის ამ შესაძლებლობის მიცემისთვის და წარმატებებს უსურვებს“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

Back to top button