ირაკლი კობახიძე: ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს

ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს – საოცრებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

„ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა სინამდვილეში. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარე დავალებით, რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, მერე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრებაა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიც არის დღეს ოპოზიციაში ჩამოყალიბებული “, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button