
„საგარეო უწყებაში ვენის კონვენციის დამრღვევი ცალკეული დასავლელი ელჩების დაბარება არის ის ერთ-ერთი აუცილებლობა, რაც არაერთხელ უთქვამს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, კოლეგებს, სჯობს გვიან“, – წერს ანალიტიკოსი გაია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, საქართველო მრავალჯერ აჩვენებს, რომ ტერიტორიული თუ ეკონომიკური პოტენციალის შედარებითი სიმცირის მიუხედავად, არაა ის ქვეყანა, რომ უცხოელთა ინსტრუქციებით იცხოვროს.
„საგარეო უწყებაში ვენის კონვენციის დამრღვევი ცალკეული დასავლელი ელჩების დაბარება არის ის ერთ-ერთი აუცილებლობა, რაც არაერთხელ უთქვამს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, კოლეგებს, სჯობს გვიან… დასაგმობია რიგი ევროპელი დიპლომატების, „დიფ სთეითის“ აგენტების და „ნაცბაბლის“ სამარცხვინო შეცხადება – თურმე როგორ აკადრეს და საქართველოს შიდა საქმეებში ხელების ფათურის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ესა თუ ის ე.წ. ელჩი. საქართველო მრავალჯერ აჩვენებს, რომ ტერიტორიული თუ ეკონომიკური პოტენციალის შედარებითი სიმცირის მიუხედავად, არაა ის ქვეყანა, რომ უცხოელთა ინსტრუქციებით იცხოვროს“, – წერს აბაშიძე.