
დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა.
პოლკოვნიკის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო და რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტარიელ შარიფაშვილი ომის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის მეუღლე ლია გოგიაშვილი და ქალიშვილი თამარ შარიფაშვილი შვილთან ერთად.