გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ოფისის დირექტორ  ლესლი ბიერმან ლამთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ლესლი ბიერმან ლამს  საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება კი პროფესიულ განათლებაზე გაამახვილა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების კუთხით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ADB-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ანდერს პიტერსონი ესწრებოდა.

Back to top button