26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 133 ათასი ტონა ყურძენი

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს; მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 64 ათას ტონამდე რქაწითელი, 62 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 532 ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 270 უკვე იყო რთველში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

Back to top button