
ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო სერიოზული, მნიშვნელოვანი ხარვეზები, გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, შევთანხმდით, რომ იქნება უზრუნველყოფილი სრულიად სამართლიანი კონკურენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება.
„ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო სერიოზული, მნიშვნელოვანი ხარვეზები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ იქნება უზრუნველყოფილი სრულიად სამართლიანი კონკურენცია, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორც ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება, ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზი სოხაძეს, იმისათვის, რომ მაქსიმუმს აკეთებს ამისათვის”, – განაცხადა პრემიერმა.