მიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი, ღონისძიება გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან ერთად გამართული ვახშმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

Back to top button