
4 ოქტომბრის წინ „ნაცმოძრაობამ“ ბოლო „კოზირების“ დაძრობა დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი არის მათ მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მეთოდებით დაშანტაჟებული და გადაბირებულ სასულიერო პირების პოლიტიკურად გააქტიურება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლო დროს უცბად გააქტიურებული „მღვდელი“ ვინმე დოროთე ყურაშვილი და მის დაჯგუფებაში შემავალი რამდენიმე ე.წ. „მღვდელი”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ის მიიჩნევს, რომ თუ დოროთე ყურაშვილს და მის თანამოაზრე სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩართვა სურთ, მათ ამას არავინ უშლის, თუ ანაფორას გაიხდიან, ხოლო, პოლიტიკურად ანგაჟირებული მღვდლების მიერ ამბიონის გამოყენება არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დადებულ კონკორდატთან წინააღმდეგობაში მოდის.
ანჯაფარიძეს, ასევე, კითხვა აქვს საპატრიარქოსთან, რატომ იჩენს გაუგებარ ტოლერანტობას ასეთი სასულიერო პირების მიმართ.
„4 ოქტომბრის წინ „ნაცმოძრაობამ“ ბოლო „კოზირების“ დაძრობა დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი არის მათ მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მეთოდებით დაშანტაჟებული და გადაბირებულ სასულიერო პირების პოლიტიკურად გააქტიურება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლო დროს უცბად გააქტიურებული „მღვდელი“ ვინმე დოროთე ყურაშვილი და მის დაჯგუფებაში შემავალი რამდენიმე ე.წ. „მღვდელი.“ მათი კანონიკური წესებით „გონს მოყვანას“ უშედეგოდ ცდილობს საპატრიარქო.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ „მღვდლების“ მოფერება-დაყვავება და ა.შ. ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, ისევე როგორც ვერ გამოიღო ეკლესიაში „ნაცების“ მიერ ჩანერგილი სხვა ანაფორიან აგენტების მიმართ. უნდათ დოროთეს და მის ამფსონებს, პოლიტიკაში ჩართვა? გაიხადონ ანაფორა, მოიპარსონ წვერი, ჩაიცვან ჯინსები და ჰაიდა… ვინ უშლით?!
ეკლესიებში ამბიონების გამოყენება პოლიტიკურად ანგაჟირებული „მღვდლების“ მიერ, ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არჩეული საერო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით (ქადაგებით შეფუთული), პირდაპირ ეწინააღმდეგება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დადებულ კონკორდატის შინაარსს და სულისკვეთებას. როგორც რიგით მართლმადიდებელ მრევლს, ვფიქრობ მაქვს უფლება საპატრიარქოსგან მივიღო პასუხი, რატომ იჩენს ასეთ გაუგებარ ტოლერანტობას ასეთი პირდაპირ პოლიტიკაში გადასული „სასულიერო პირების“მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლებად გადაიქცნენ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.