ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მიუხედავად მათი მცდელობის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კრახით დასრულდა

„მოიფიქრეს და ალბათ ერთად დაგეგმეს არჩევნების წინ შავი „პიარების“ აგორება – ძალიან სასაცილოდ და უსუსურად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არათუ არავის არ შეხვდა იქ, ლამიისა და გვეტყვიან საერთოდ არ ყოფილაო. გახსოვთ ალბათ, ორივე სახეობის მტრების, შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებულ სიგიჟედ ალბათ მაინც ტრამპის ყაველაშვილისადმი მისალოცი წერილის დამალვა გახლდათ“,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კრახით დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს იწვევენ საერთაშორისო ფორუმებზე, ხელს ართმევენ და ოფიციალურ ფოტოებსაც იღებენ მასთან.

“მოიფიქრეს და ალბათ ერთად დაგეგმეს არჩევნების წინ შავი „პიარების“ აგორება- ძალიან სასაცილოდ და უსუსურად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არათუ არავის არ შეხვდა იქ, ლამიისა და გვეტყვიან საერთოდ არ ყოფილაო. გახსოვთ ალბათ, ორივე სახეობის მტრების, შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებულ სიგიჟედ ალბათ მაინც ტრამპის ყაველაშვილისადმი მისალოცი წერილის დამალვა გახლდათ. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მიუხედავად მათი მცდელობის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კრახით დასრულდა.

დიახ მიხეილ ყაველაშვილს იწვევენ საერთაშორისო ფორუმებზე, ხელს ართმევენ და ოფიციალურ ფოტოებსაც იღებენ მასთან. უფრო მეტიც გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში იწონებს საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით კი იმ გზას რასაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჰქვია. აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობს სწორედ იმ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვიცავთ.

რაც შეეხება იმას, რომ არ მოსწონთ გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი მშობლიურ ენაზე მიმართავს ასამბლეას, ეს უკვე ოპონენტების მხოლოდ ფსიქიკური პრობლემა არ გახლავთ ეს უსამშობლოების ჩვეულებრივი გამოხატულებაა, მათ ეზიზღებათ ყოველივე ქართული, როგორც აღმოჩნდა ყველაზე უფრო ჩვენი მშობლიური ენა. ისე რა საინტერესოა არა, ლიაკა ხოშტარია რუს და რუსულს უწოდებს სხვას, თვითონ კი სწორედ რუსული რუბლებით არსებობს, აი, იმათ კი ვისაც სჯერა, „რუსების მაგინებელ“ ხოშტარიასთვის ვლადიმერ პუტინს თანხის გადმორიცხვის დაბლოკვა არ შეუძლია ძალიან სცდება.

ლამისაა მთელი ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელმწიფოების საზღვრებს არღვევენ მისი საჰაერო და საზღვაო ხომალდები, უკრაინის დედაქალაქს კიევს ბომბავს რუსეთის სამხედრო მანქანა, მაგრამ ლიაკა ხოშტარიას ვერ უბედავს რუსული რუბლების გადმორიცხვის შეჩერებას, ამის თუ ვინმეს გჯერათ მაინც მიმართეთ ექიმს იქნებ და მკურნალობა ჯერ კიდევ არ იყოს დაგვიანებული“,- წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button