
„ელენე ხოშტარიასთან ერთად მთელი ოპოზიცია ცდილობს საქართველოში პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტის დაკნინებას, ქილიკითა და არასერიოზული განცხადებებით. ეს უკვე მათი სტილის ნაწილია – როდესაც ფაქტებს ვერ ებრძვიან, ცდილობენ მთელი პროცესი სატირულ, „ფეიკ“ ამბებად წარმოაჩინონ. ფოტოს ფოტოშოპად აცხადებენ, დამოუკიდებლობის მილოცვის წერილს მალავენ და „ფეიკად“ ასაღებენ, საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრებს საერთოდ აიგონორებენ“!,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე ფეისბუკგვერდზე წერს.
ექსპერტის განცხადებით, გუტერეშმა კონკრეტულად აღნიშნა, რომ საქართველო გაუძლო ძლიერ ზეწოლას და წარმატებით დაიცვა სწორი კურსი. თავის გამოსვლაში კი დონალდ ტრამპმაც ხაზგასმით აღნიშნა ის ღირებულებები, რომელთა დაცვაზე საქართველო სისტემატურად მუშაობს.
„ელენე ხოშტარიასთან ერთად მთელი ოპოზიცია ცდილობს საქართველოში პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტის დაკნინებას, ქილიკითა და არასერიოზული განცხადებებით. ეს უკვე მათი სტილის ნაწილია – როდესაც ფაქტებს ვერ ებრძვიან, ცდილობენ მთელი პროცესი სატირულ, „ფეიკ“ ამბებად წარმოაჩინონ. ფოტოს ფოტოშოპად აცხადებენ, დამოუკიდებლობის მილოცვის წერილს მალავენ და „ფეიკად“ ასაღებენ, საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრებს საერთოდ აიგონორებენ. რეალურად, ოპოზიციის ქილიკი მხოლოდ მათი სუსტი მდგომარეობის დემონსტრირებაა.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები უმაღლეს დონეზე, გაეროს გენერალური მდივნის მადლობის გამოხატვა და ქვეყნის მიერ არჩეული მშვიდობისა და სტაბილურობის კურსის აღიარება ცხადყოფს, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სანდო პარტნიორად აღიქმება. გუტერეშმა კონკრეტულად აღნიშნა, რომ საქართველო გაუძლო ძლიერ ზეწოლას და წარმატებით დაიცვა სწორი კურსი. თავის გამოსვლაში კი დონალდ ტრამპმაც ხაზგასმით აღნიშნა ის ღირებულებები, რომელთა დაცვაზე საქართველო სისტემატურად მუშაობს. ეს ფაქტები ცხადად აჩვენებს, რომ ქვეყნის ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერია და მისი პოზიციები კიდევ უფრო მტკიცე ხდება. ოპოზიცია კი ამას ქილიკით პასუხობს, თითქოს პრობლემის სიღრმეს ვერ ხვდებოდეს. მათ მთავარი პრობლემა სწორედ ის აქვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქვეყნის საერთაშორისო ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა. ეს არის ის, რაც აშინებთ და აფრთხობთ – რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველო იზოლაციაში კი არა, პირიქით, საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერად გამოდის.
ოპოზიციის გაცხარება და არამართლზომიერი კრიტიკა, არა უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაა, არამედ პოლიტიკური ძალის სისუსტის გამოხატულება. როდესაც შენს ქვეყანას აღიარებენ და სცემენ პატივს, მაგრამ შენ ცდილობ ეს ყველაფერი სასაცილოდ აქციო, ფაქტობრივად საკუთარ თავს ამხელ როგორც დაუძლურებულ და გამოფიტულ ძალას, რომელსაც რეალური დღის წესრიგის შეთავაზება აღარ შეუძლია. სწორედ ეს არის მათი ფსკერი და მათი სავალალო მდგომარეობის მთავარი გამოხატულება – როცა წარმატებაზე პასუხად მხოლოდ სიცრუე, ქილიკი და დეზინფორმაცია გაქვს დარჩენილი.
ოპოზიციას აშკარად არ უხარია ქვეყნის წინსვლა. საქართველოს წარმატება მათთვის გამაღიზიანებელია და საფრთხეს წარმოადგენს – რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება, არამედ საკუთარი პირადი ინტერესების დაცვა. სწორედ ამიტომ ისინი ნებისმიერ ხელსაყრელი მომენტის „ფეიკად“ წარმოჩენას ცდილობენ, ისინი ამით საზოგადოების თვალში რეალობის დამახინჯებას და საკუთარი პოლიტიკური პოზიციების ხელოვნურ გამყარებას „ახდენენ“, თუმცა ეს მხოლოდ მათ სისუსტეს და რეალური პოლიტიკური ძალის არარსებობას აჩვენებს.
მოკლედ, ოპოზიციის ქცევა მათი სასიცოცხლო კრიზისის დემონსტრირებაა: ისინი არ აღიარებენ არც ქვეყნის საერთაშორისო მიღწევებს, არც სერიოზულ საერთაშორისო შეფასებებს და ცდილობენ საკუთარი ინტერესებით მართონ ნარატივი, რომელიც რეალობასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის, საქართველოს საერთაშორისო მიღწევები, რეიტინგებში გაუმჯობესებული პოზიციები და ა.შ. აჩვენებს, რომ ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე მყარია, ხოლო ოპოზიცია ემოციური და პერსონალური მოტივებით მოქმედებს“,- წერს ჩიხელიძე.