
„რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი „ფეიკია“.
„რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია.
გუტერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ…
მათი „სამყარო“ სულ სხვაა:
• რეალური ფოტო „ფოტოშოპია“
• ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“
• თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც „ფეიკად“ გაასაღეს და გადამალეს
ანუ, რასაც ვერ „აპრავებენ“, იმას არარსებულად აცხადებენ.
ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი „ფეიკია“.
რეალობაში კი – ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო.
თვითონ არიან „ფეიკი“, თვითონ ჩამოყალბდნენ „ფოტოშოპის პოლიტიკოსებად“.
4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს“,- წერს ქადაგიძე.