გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ შრომისთვისა და თავდადებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს.

ღონისძიება ,,ლანჩხუთობა 2025″-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც მინისტრმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ქალაქის ცენტრში გამოფენილი ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები დაათვალიერა.

,,ლანჩხუთობა 2025″ სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული – წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების შემოქმედება, ეთნო და საბავშვო სივრცეები და კულინარიული მასტერკლასები.  ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. „ლანჩხუთობა“ საღამოს გალა კონცერტით დასრულდა.

Back to top button