2025 წლის აგვისტო–სექტემბერში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 65 %-ით გაიზარდა

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 906 ტონა ვაშლი, რომლის საერთო ღირებულებამ 698 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, ექსპორტის მოცულობა 65 %-ით (356 ტონით), ხოლო ღირებულება – 105 %-ით (357 ათასი აშშ დოლარით).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა 0.77 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში 697 ტონა ქართული ვაშლი გავიდა. ასევე, 150 ტონა ექსპორტირებულია ბელარუსში, ხოლო 59 ტონა – თურქეთში” – ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button