
კასპის მუნიციპალიტეტში, მერიის მხარდაჭერით მეექვსედ გაიმართა „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი, რომელიც კასპში 2018 წელს დაფუძნდა.
ფესტივალი ჩატარდა სოფელ მეფისქალაქის გალავანში, მანამდე კი მონაწილეებმა სოფელ ერთაწმინდაში წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარში იგალობეს.
ფესტივალის მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ 14 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი: სულ 200-მდე მონაწილე.
ფესტივალში მონაწილე ანსამბლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიება გაგრძელდა სოფელ გარიყულაში, სასტუმრო „შატო მეფისქალაქში“, სადაც პირველად ჩატარდა სახალხო დღესასწაული „მეფისქალაქობა“, რომლის მხარდამჭერი ასევე კასპის მუნიციპალიტეტის მერია იყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „მეფისქალაქის ისტორიული წარსულიდან“ – პროექტის ავტორი კი ჩვენი თანაქალაქელი ვანო ჯახუაა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველას ულოცავს „მეფისქალაქობა“-ს და მიესალმება კიდევ ერთი სახალხო დღესასწაულის დაფუძნებას.