ოპოზიციის პროპაგანდისტი გია ნოდია: გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობს

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს: სისულელის თქმის უფლებას, სხვის შეურაცხყოფის უფლებას, მკრეხელობის უფლებას, უნიჭო ლექსის ხმამაღლა თქმის უფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციის პროპაგანდისტი, გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს ზღუდავ, ეს ნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ებრძვი.

„გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს: სისულელის თქმის უფლებას, სხვის შეურაცხყოფის უფლებას, მკრეხელობის უფლებას, უნიჭო ლექსის ხმამაღლა თქმის უფლებას.

თუ ამათგან რომელიმეს ზღუდავ, გამოხატვის თავისუფლებას ებრძვი.

ხოლო გამოხატვის თავისუფლების გარეშე საზოგადოება ინტელექტუალურად და მორალურად დეგრადირებს. (ეს ისე, სასწრაფო საქმე მაქვს და მეზარება, ამიტომ ბრძნული აზრი შემომეცხო).

ხო, კიდევ: ძირს პრორუსული რეჟიმი!“ – წერს ნოდია.

Back to top button