THE SUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ ჩაინგრა, ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ

ბრიტანული გამოცემა The sun-ი აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ ჩაინგრა. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ. ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები.

ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.

„ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, – დაწერა ადამსმა X-ზე.

Back to top button