რა გართულებების გამოწვევა შეუძლია ტრიქომონიაზს

ტრიქომონიაზი საკმაოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მას იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი (trichomonas vaginalis). ტრიქომონიაზის მქონე ადამიანებს ძირითადად არ უვლინდებათ დაავადების სიმპტომები, დროთა განმავლობაში კი შეიძლება დაფიქსირდეს სქესობრივი გზით გადამდები ავადმყოფობების მსგავსი ჩივილები:

  • ვაგინალური გამონადენი;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ქავილი გენიტალიების არეში.

ტრიქომონიაზი, ძირითადად, ანტიბიოტიკების 5-7 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ იკურნება. მის სამკურნალოდ ექიმები ხშირად ნიშნავენ ტრიხოპოლს, რომელიც მეტრონიდაზოლს შეიცავს და პსპ-ს სააფთიქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

ტრიქომონიაზის პარაზიტმა, შედარებით იშვიათად, თუმცა შეიძლება დაავადების გართულება გამოიწვიოს. ამ სტატიაში სწორედ ამ შესაძლო გართულებებს განვიხილავთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ტრიქომონიაზის სიმპტომები ხშირად არ ვლინდება (უმეტესად კაცებს აქვთ უსიმპტომო ტრიქომონიაზი) და ასევე, რადგან სიმპტომები სხვა სქესობრივად გადამდებ დაავადებებისას ჰგავს, მისი დიაგნოსტიკა შეიძლება დაგვიანდეს. ხშირად ტრიქომონიაზის გართულებები დიაგნოსტიკის და შედეგად მკურნალობის დაგვიანებასთან არის დაკავშირებული.

 ტრიქომონიაზი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ტრიქომონიაზი ზრდის სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) განვითარების რისკებს. რადგან ეს ინფექცია აზიანებს გენიტალიების ლორწოვან გარსს, ის საშუალებას აძლევს სხვა სგგდ-ს გამომწვევ მიკროორგანიზმებს, უფრო მარტივად მოახდინონ ჩვენი ორგანიზმის ინფიცირება.

ეს ინფექციური მიკროორგანიზმები არიან: გონორეას გამომწვევი ბაქტერია, ქლამიდია და ადამიანის პაპილომავირუსი. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ტრიქომონიაზი ხელს უწყობს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსების მიერ ინფიცირებას და გავრცელებასაც. ტრიქომონიაზით გამოწვეული აივ ინფექციების გაზრდილი რისკი ძირითადად ქალებში შეინიშნება.

გართულებები რეპროდუქციული სისტემაში

ტრიქoმონიაზის გამომწვევი პარაზიტი (T.vaginalis) ინფიცირების დროს სხვადასხვა სახის ინტერაქციაში შედის ვაგინის მკვიდრ მიკროორგანიზმებთან და შეიძლება საზიანო ცვლილებები გამოიწვიოს ზოგადად საშოს მიკროფლორაში (ბაქტერიული ვაგინოზი).

ტრიქომონიაზი ასევე დაკავშირებულია უნაყოფობის რისკებთან. დაგვიანებულმა მკურნალობამ ქალებში, მძიმე შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რაც აზიანებს ფალოპის მილებს და ხელს უშლის კვერცხუჯრედების გადაადგილებას.

კაცებში ტრიქომონიაზი დაკავშირებულია სპერმის ხარისხის დაქვეითებასთან და შესაბამისად უნაყოფობის რისკების ზრდასთან.

რა გართულებების გამოწვევა შეუძლია დაავადებას ფეხმძიმობის დროს

ფეხმძიმობისას ტრიქომონიაზის მიერ გამოწვეული გართულებებია ნაადრევი მშობიარობა და ბავშვის მცირე წონა. ინფექციის ანთებითი პროცესი დაკავშირებულია სანაყოფე სითხის ნაადრევ დაღვრასთან და შესაბამისად, ადრეული მშობიარობასთან.

იგივე ანთებითი პროცესი, იმ შემთხვევაში თუ ის გადაჭარბებულია, აფერხებს ნაყოფის წონის ზრდას. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება მშობიარობის დროს ბავშვზეც გავრცელდეს.

ტრიქომონიაზი და პროსტატის დაავადებები

იშვიათ შემთხვევებში ტრიქომონიაზი გავლენას ახდენს პროსტატის ჯირკვალზე, რაც იწვევს მის გაღიზიანებას და შეშუპებას. ტრიქომონიაზის პარაზიტს შეუძლია შეაღწიოს პროსტატის ქსოვილებში და ქრონიკული ანთებითი პროცესი გამოიწვიოს, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო მოქმედებას. პროსტატის ჯირკვალში იმუნური მდგომარეობის ცვლილებამ კი, შეიძლება, ირიბად ხელი შეუწყოს პროსტატიტის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ყველაზე მძიმე შემთხვევაში პროსტატის სიმსივნის განვითარებას.

ტრიქომონიაზის სავარაუდო სიმპტომების შემჩნევისას და ასევე მისი რეგულარული შემოწმებისთვის რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს, რათა თავი დაიზღვიოთ მისი შედარებით იშვიათი, მაგრამ საკმაოდ საზიანო გართულებებისგან.

(R)

Back to top button