
„ტაილანდი და ტაივანი კი არ ერევათ ერთმანეთში, უბრალოდ ტაივანიდან ნამდვილად იღებენ დაფინანსებას და ეს არის კიდევ ერთი უნებლიე აღიარება ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ, ტაილანდისა და ტაივანის განსხვავების თემაში მეც ჩავერთვები, კოლექტიური „უსუფაშვილ-ხიდაშელების“ გულის გასახარად“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტების იაფფასიან ტყუილზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის მიმართ ააგორეს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამერიკული „ენჯეო“- სუბსიდიების შემცირების ფონზე, ტაივანზე შეყვარებული ეს „ბაბლი“ დიდი ალბათობით – ირიბად, რუსულ დაფინანსებაზე გადავიდა.
„ორი „ბლЯნძინკა“ გამახსენდა, ერთმანეთს რომ ეკითხებოდა, სწორად როგორ იწერებაო: „ირანი თუ ირაკი“. ტაილანდი და ტაივანი კი არ ერევათ ერთმანეთში, უბრალოდ ტაივანიდან ნამდვილად იღებენ დაფინანსებას და ეს არის კიდევ ერთი უნებლიე აღიარება ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ, ტაილანდისა და ტაივანის განსხვავების თემაში მეც ჩავერთვები, კოლექტიური „უსუფაშვილ-ხიდაშელების“ გულის გასახარად. იცოდით, რომ ამერიკული „ენჯეო“- სუბსიდიების შემცირების ფონზე, ტაივანზე შეყვარებული ეს „ბაბლი“ დიდი ალბათობით – ირიბად, რუსულ დაფინანსებაზე გადავიდა?
დღეს, ფინეთის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა ანგარიში ტაივანის მიერ რუსული ნაფთის (ლიგროინის) შესყიდვების შესახებ. The Guardian-ის ხელთ არსებული ინფორმაციით: 2022 წლის თებერვლიდან ტაივანმა მოახდინა 6.8 მილიონი ტონა რუსული ნაფთის (ლიგროინის) იმპორტირება, რომლის ღირებულება 4.9 მილიარდი დოლარია, რაც ამ ნავთობპროდუქტის რუსეთის მთლიანი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. 2025 წლის პირველ ნახევარში ტაივანმა იმპორტირება მოახდინა 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნაფთის (ლიგროინის) – საშუალო თვიური იმპორტის მოცულობა თითქმის ექვსჯერ აღემატება 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს. 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ტაივანის ნაფთის (ლიგროინის) იმპორტი წელს 44%-ით გაიზარდა. რუსეთის წინააღმდეგ სხვა სანქციებთან შეერთების მიუხედავად, ტაივანმა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, არ დააწესა შეზღუდვები რუსული წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე. ტაივანი იმპორტირებს თავისი ენერგიის მოხმარების დაახლოებით 97%-ს, ფაქტი, რომელსაც ექსპერტები ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მთავარ დაუცველობად მიიჩნევენ. ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორი, ჯონ ლოფი, აღიარებს, რომ ტაივანის ფული კრემლის ხაზინას შევსებაში ეხმარება. ჩვენ კი იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ქართული „ენჯეო“-სექტორის ნაწილში – რუსული ლიგროინით გაჟღენთილი ფულის სუნი ტრიალებს…“, – წერს ქართველიშვილი.