ვიქტორ ორბანი: საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა – აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებულები

საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ცნობით, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

„სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ასე წარმატებულია. ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებულები. ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ჩვენ საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება გვჭირდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Back to top button