
„ხმა მივეცი დედაქალაქის მომავალ მერს, უალტერნატივო კანდიდატს. შესაბამისად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.
„დღეს ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე გააკეთებს გონივრულ არჩევანს და 4 წლის თავზე ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულ, კეთილდღეობითა და მშვიდობით სავსე ყველა მუნიციპალიტეტს,” – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს ოლქის მესამე უბანზე გააკეთა.