
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რის შესახებაც საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.
„საკუთარი არჩევანი ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გავაკეთე და რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის – „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა“, – წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.