საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიშ ანელ პატელი: ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა, კარგი იქნებოდა თქვენი ზოგიერთი პრაქტიკა ამერიკაში ჩვენს გარკვეულ შტატებსაც გაუზიაროთ

„ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა. ამერიკაში, გარკვეულ შტატებში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა აშშ-დან ჯეიშ ანელ პატელმა.

მისი თქმით, კარგი იქნება საქართველომ ამერიკის ზოგიერთს შტატს ეს პრაქტიკა გაუზიაროს.

„საქართველოს ორ ქალაქში და 5 თუ 6 საარჩევნო უბანზე ვიყავით. რასაც ვაკვირდებით, პროცესი შეუფერხებლად და მშვიდობიანად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნების გარშემო არ არის პროტესტი და არავის უშლიან ხელს ხმის მიცემაში. კარგი იქნებოდა თქვენი ზოგიერთი პრაქტიკა ამერიკაში ჩვენს გარკვეულ შტატებსაც გაუზიაროთ, მაგალითად კალიფორნიას. თქვენ აქ პირადობის მოწმობებს ამოწმებთ, გაქვთ მარკირება და ასევე, ამომრჩეველი იღებს ქვითარსაც ფოტოსურათით. ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა. ამერიკაში, გარკვეულ შტატებში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს. ეს საკმაოდ საინტერესო შედარებაა. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ამარტივებს შედეგების სწრაფად დათვლას. საერთო ჯამში, ვფიქრობ საარჩევნო პროცესს იდეალურად ართმევთ თავს“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

Back to top button