
ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა.
კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბანთან ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა.
გაირკვა, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა 3 ოქტომბერს არის გადაღებული და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრთან არა ფულს, არამედ სააგიტაციო მასალას ავრცელებდა.
„მე ვარიგებდი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალას. არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა“, – განაცხადა მედიკო გაბეხაძემ.