მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ

ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოეული დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.

„საქართველოში უცხოეული დამკვირვებლები არიან, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. ვისაც აქვს ინტერესი, შესაძლებლობა,  დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოეული დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, სადაც საქართველოში არჩევნების დაკვირვების ინტერესი გამოიხატა. არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები  ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Back to top button