მაკა ბოჭორიშვილი: დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება ხდება ერთადერთი გზით. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ

დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით – ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველას აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. თუ გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, ეს გააკეთოს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით – ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Back to top button