მიხეილ ყაველაშვილი: არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა – ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს კი არეულობა და პოლარიზაცია – დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს კი არეულობა, დაპირისპირება და პოლარიზაცია.

„პირველ რიგში, გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი, სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს შეგნება გააჩნიათ, სახელმწიფოებრივი, მინდა ყველას განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები, სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button