მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციურ მედიას: თქვენი და თქვენი პარტნიორი რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას

„ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, დაურეკა თუ არა მას ტრამპმა.

„ამერიკაში ვისი სახელით ვიყავი, ტრამპმა ვინ მიიწვია იქ საზეიმო ვახშამზე?! თქვენ [ჟურნალისტს მიმართავს], თქვენი პატრონები ატყუებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლება] არალეგიტიმურები ვართ. ვინ ბრძანდებოდა ქართველი ხალხის სახელით ამერიკაში, ვინ მიიწვიეს ტრამპის ვახშამზე საქართველოს წარმომადგენელი?! მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიწვეული ტრამპის ვახშამზე. ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Back to top button