დავით სონღულაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მე-12 ოლქის 26-ე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მაღალია თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ისე მშვიდ ვითარებაში, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Back to top button