ირაკლი კობახიძე: ეს არის მოძველებული ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს ათასი სახის დეზინფორმაციით ცდილობ ფონს გახვიდე და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს

ეს არის მოძველებული ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს ათასი სახის დეზინფორმაციით ცდილობ ფონს გახვიდე და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ემსახურება კამპანია და როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ხაშურში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც თითქოს ფული რიგდება საარჩევნო უბანზე, გაირკვა, რომ ვიდეო გუშინდელია და ასევე ახალციხის ვიდეოზე, სადაც ორი ადამიანი აძლევს ერთად ხმას, გაირკვა, რომ მხედველობადაქვეითებულმა დახმარება ითხოვა.

„ამაში სიახლე არაფერია. მიჩვეული ვართ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ტარდება, კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ ათასი ტიპის ცრუ ინფორმაციას. ამის მორიგი გამოვლინებაა ის ფაქტები, რაც თქვენც დაასახელეთ. ეს არის მოძველებული ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს ათასი სახის დეზინფორმაციით ცდილობ ფონს გახვიდე და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს“, – აღნიშნა კობახიძემ.

Back to top button