ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა

ჩვენ ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რას ელოდება ქვეყანა საგარეო მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ. მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button