პრემიერი: 2021 წელი იყო სპეციფიკური, დაწესებული იყო 43%-იანი ბარიერი, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტიურობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, ამიტომ ჩვენ ვადარებთ, სწორედ 2014 და 2017 წლის აქტივობას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ ხდება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის შედარება სწორედ 2014 და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან და არა 2021 წლის.

პრემიერის განცხადებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო სპეციფიკური, რამდენადაც ის თავისი მნიშვნელობით გათანაბრებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან ე.წ მიშლენის ხელშეკრულების თანახმად, შესაბამისად დღევანდელი არჩევნების შედარება ხდება სტანდარტულად ჩატარებულ 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან.

„ჩვენ ვადარებთ ორ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და მის აქტივობას, 2021 წელი გახსოვთ, რომ იყო სპეციფიკური, რომელიც გაუთანაბრეს საპარლამენტო არჩევნებს გამომდინარე იქიდან რომ დაწესებული იყო 43%-იანი საარჩევნო ბარიერი. 43 %-ის ვერ მიღების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ გახსოვთ ე.წ მიშლენის შეთანხმების თანახმად უნდა დაენიშნა რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები, აქედან გამომდინარე იყო განსხვავებული კონტექსტი რა პირობებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტიურობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, შესაბამისად ჩვენ ვადარებთ ამ არჩევნებს, სწორედ 2014 და 2017 წლის სტანდარტულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ აქტივობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button