პრემიერი: ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ჰყავდა ოპოზიციას და ქუთაისშიც კი არ ჩასულა. ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა

ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ჰყავდა რადიკალურ ოპოზიციას და ქუთაისშიც კი არ ჩასულა. ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან მთელი ამ ხნის განმავლობაში, არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ არ აღნიშნავს გამარჯვებას მმართველი პარტია ხალხთან ერთად.

პრემიერის თქმით, არჩევნების შედეგების აღნიშვნის ტრადიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს სტანდარტულად პარტიის ოფისში, თუმცა, მმართველი პარტია მუდმივ კავშირშია ხალხთან.

„სტანდარტულად ჩვენ ასეთი სახით აღვნიშნავთ ხოლმე არჩევნებში გამარჯვებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მხარდამჭერი, წინა არჩევნებზე დაფიქსირდა მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა და აქაც ველოდებით იგივე შედეგს. ეს არის საერთო სურათი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება აღნიშვნას, ამას აქვს თავისი სტანდარტული ტრადიცია და ამ ტრადიციას მივყვებით. რაც შეეხება ხალხთან ერთად ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, ამას გავაკეთებთ შემდეგი სამი და ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ ხალხის ჩართულობით და ხალხთან ერთად ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ მაგალითად კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ძალიან შთამბეჭდავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც იყო ურთიერთობაში ხალხთან. კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ. ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ჰყავდა რადიკალურ ოპოზიციას და ქუთაისშიც კი არ ჩასულა. ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან მთელი ამ ხნის განმავლობაში, არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა ხალხთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button