ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის მობილიზაცია არის სტანდარტული გავრცელებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში

თანხის გადახდა არსად დაფიქსირებულა, რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზაციას, ეს არის სტანდარტული გავრცელებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანები სიებით არიან წარმოდგენილი და ასევე დაფიქსირდა თანხის შეთავაზების ფაქტები.

„მე მახსოვს თავის დროზე IRI გვიტარებდა ტრენინგებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის როგორ უნდა მდგარიყვნენ ადამიანები სიებით, როგორ უნდა დაერეკათ ამომრჩეველთან, საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთან მისულიყვნენ სახლში და ა.შ. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რაც გამოიყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, – აღნიშნა კობახიძემ.

Back to top button