
„ამ მცოცავმა გომბიომ სალომე ზურაბიშვილი აკენწლა, რომ ის ეთქვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაცილებით უკეთესი ქართულით თქვა.
მიშას ელაქუცება, დაგმე ისინი და მე მიმსახურეო.
ესენი უკანმოუხედავად ჩაირეცხებიან“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავას შესახებ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
„დღესაც გაემიჯნა პროცესს [ზურაბიშვილი], დღესაც პროვოკაცია უწოდა – რა მარტივია, უკაცრავად, მეც გამოვიდე ახლა და გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაცა სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა“ – განაცხადა ბოკუჩავამ.