მიხეილ სააკაშვილი: ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა; ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე…

ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იმედია, “ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. “არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.

ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე“- წერს სააკაშვილი.

Back to top button